უახლესი ამბები

მწერალ იროდი ასანაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

23 02 2016 | ავტორი: admin
მწერალ  იროდი ასანაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
კულტურა
0

დღეს, საქართველოს მწერალთა სახლში კოლაუ ნადირაძის პრემიის ლაურეატის, მწერალ იროდი ასანაშვილის წიგნის „ღვთის ნათელი გზით“ პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნში შესულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორისადმი და საქართველოს თითოეული მიტროპოლიტის, მთავარეპისკოპოსის და ეპისკოპოსებისადმი მიძღვნილი აკროსტიქული ლექსები.
პრეზენტაციას სტუმრის რანგში დაესწრო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია.