დეფაქტო აფხაზეთის ოპოზიციამ სოხუმის მერის მოვალეობის დროებით შემსრულებელად კონსტანტინე ფილია დაასახელა, ამის შესახებ „აპსნიპრესი“ აფხაზეთის სახალხო კრების განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.
ინფორმაციის თანახმად, რომ ფილია 29 მაისს, გვიან ღამით, სოხუმის საქალაქო კრების საგანგებო სხდომაზე დაინიშნა. გადაწყვეტილება მიღებული იქნა დე ფაქტო პარლამენტის მიერ ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრის მიმართ უნდობლობის გამოცხადების შემდეგ.