აფხაზეთის მთავრობისა და საპატრიარქოს მხარდაჭერით, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში, კომპოზიტორ დიმიტრი არაყიშვილის 143 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
საღამოზე „დიმიტრი არაყიშვილის სოხუმის სამუსიკო სკოლის“ პედაგოგებისა და მოსწავლეებმა შეასრულეს კომპოზიტორის მიერ შექმნილი რომანსები. ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის აპარატის წარმომადგენლები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდოამრე გია (ელგუჯა) გვაზავა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები.