უახლესი ამბები

16 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

16 04 2014 | ავტორი: admin
16 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა
პოლიტიკა
0

2014 წლის 16 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

დღის წესრიგის მიხედვით, სხდომაზე გატანილი სამივე საკითხი დამტიკცდა, მათ შორის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ – აფხაზეთის მთავრობის დადგენილების პროექტი.

პროექტის მიზნებზე ისაუბრა ვახტანგ ყოლბაიამ.

„ამ პოექტისადმი საზოგადოების ყურადღება და ინტერესი ძალიან დიდი იყო, მსგავსი წინადადებით შემოდიოდა ძალიან ბევრი არასათავრობო ორგანიზაცია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი მოსახლეობისათვის. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა,  სამწუხაროდ, არ იცის ჩვენი სამინისტროების მიერ განხორციელებული პროექტები. საინფორმაციო ცენტრი დამყარდება ხალხთან ურთიერთობის საშუალება იქნება“, – განაცხადა ყოლბაიამ.

ცენტრის დირექტორად ავთანდილ დავითაია დამტკიცდა.