უახლესი ამბები

პეტრიაშვილი: ეს იყო მკვლელობის მცდელობა

08 03 2016 | ავტორი: admin
პეტრიაშვილი: ეს იყო მკვლელობის მცდელობა
კრიმინალი
0

„თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი საავადმყოფოდან გამოწერეს. დაზარალებულმა მომხდარზე მოკლე კომენტარი გააკეთა.

“მე ასოცირების ხელშეკრულებები გამქონდა, მას – ლომბარდები. არასდროს არ მყავს ნანახი აღნიშნული პიროვნება. არავითარი გადაკვეთა არ მქონია მასთან. 5 ნატყვიარის, ცემის და ჩაქუჩი ჩარტყმის მერე ნორმალურად ვარ. მეორე პიროვნების ამოცნობა გამიჭირდება, რადგან ის ნიღბით მუშაობდა. პირად ანგარიშსწორებას რაც შეხება, ეს პიროვნება არასდროს მინახავს და მასთან რა დაპირისპირება უნდა მომსვლოდა. პირდაპირ გეუბნებით, ეს იყო მკვლელობის მცდელობა. სანამ არ იქნება დამკვეთი და მეორე დამნაშავე გამოვლენილი საქმე გახსნილად ვერ ჩაითვლება“ – აღნიშნა პეტრიაშვილმა.