უახლესი ამბები

რუსულმა სამხედროებმა სირიიდან რუსეთში დაბრუნების პროცესი დაიწყეს

15 03 2016 | ავტორი: admin
რუსულმა სამხედროებმა სირიიდან რუსეთში დაბრუნების პროცესი დაიწყეს
გარესამყარო
0

რუსულმა სამხედროებმა სირიიდან რუსეთში დაბრუნების პროცესი დაიწყეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, პერსონალმა უკვე დაიწყო სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის თვითმფრინავებზე აღჭურვილობისა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გადაზიდვა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე, გასცა განკარგულება სირიიდან რუსული საჯარისო ნაწილების გამოყვანის შესახებ. პროცესის დაწყების ვადად კი 15 მარტი დაასახელა. მისი თქმით რუსულმა არმიამ ყველა ის დასახული ამოცანა შეასრულა, რომელიც კაპმანიის დასაწყისში იყო მათ წინაშე დასახული.