უახლესი ამბები

დონის როსტოვში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

19 03 2016 | ავტორი: admin
დონის როსტოვში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა
გარესამყარო
0

დონის როსტოვში, დაჯდომისას კატასტროფა განიცადა ავიაკომპანია „Fly Dubai-ს“ კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა „Boeing-737-800-მა“. ხომალდი რეისს დუბაიდან ასრულებდა.

წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე მყოფი 55-ვე ადამიანი დაიღუპა.

სააგენტო ინტერფაქსი ავიასადისპეჩერო სამსახურზე დაყრდნობით აცხადებს, რომ კატასტროფის მიზეზი შესაძლოა ცუდი მეტეოროლოგიური პირობები გამხდარიყო.