თვითგამოცხადებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრ ლეონიდ ლაკერბაიას განცხადებით, ის რაც აფხაზეთში მოხდა, არაკონსტიტუციურია და ახლა მათი მთავარი მიზანი, ვითარების კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნებაა.
ამასთანავე, ლეონიდ ლაკერბაიამ აღნიშნა, რომ დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი ამ დროისთვის გუდაუთაში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე იმყოფება.
„სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ღმერთი დაგვეხმარა სისხლისღვრა თავიდან აგვეცილება. მე ვფიქრობ, ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა“, – განაცხადა ლაკერბაიამ.
მისი თქმით, ანქვაბი ძველებურად იღებს გადაწყვეტილებებს და მართავს შეხვედრებს.
როგორც ლაკერბაიამ აღნიშნა, ის რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვს ესაუბრა, რომელმაც საჭიროების შემთხვევაში აფხაზეთში კიდევ ერთხელ ჩასვლის მზადყოფნა გამოთქვა.
„რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, რაშიდ ნურგალიევი ჯერ ისევ აქ არის. ჩვენ შუამავლების იმედი გვაქვს“, -განაცხადა დე ფაქტო პრემიერმა.