უახლესი ამბები

აფხაზეთის დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

06 04 2016 | ავტორი: admin
აფხაზეთის დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ეკონომიკა
0

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში საქართელოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილ სკოტი, საქართველოში აკრედიტირებული ჩეხეთის, პოლონეთის, რუმინეთის, იაპონიის საელჩოებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზების – USAID, USAID REAP, FAO, IOM, OXFAM, ACF, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სამსახურის წარმომადგენლები.

შეხვედრა ორგანიზაციებთან 4
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის უფროსმა ვალერი ბასარიამ დევნილთა დასაქმებაზე ორიენტირებული , მიმდინარე და დაგემილი აგრო-პროექტების პრეზენტაცია გამართა, რომლებიც საქართელოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ხორციელდება.

ცენტრალური ხელისუფლებისგან გამოყენების უფლებით გადმოცემულ მიწებზე ერთწლიანი კულტურის მოყვანისა და სასათბურე მეურნეობებში 200-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, სადაც დევნილები არიან დასაქმებული.

შეხვედრა ორგანიზაციებთან 3
შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, რაც აგრარულ სექტორში დევნილთა დასაქმებას შეუწყობს ხელს.

აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელის, ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს წარუდგინა ანგარიში, როგორ მოხდა ფინანსური წყაროების განკარგვა და რა გაკეთდა მათ მიერ გამოყოფილი თანხებით. ყოლბაიას თქმით, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით გაგრძელდება, რაც ახალი პროექტების განხორციელების საქმესაც წაადგება.

„დღევანდელი შეხვედრა აფხაზეთის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ინიციატივით შედგა, რომელიც ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობს, როგორიც არის სამუშაო ადგილების შექნა, ინვესტიციების მოზიდვა და ა. შ. ალბათ დაგაინტერესებთ რატომ მოხდა ეს წარმომადგენლობითი თავშეყრა სოფლის მეურნეობისშეხვედრა ორგანიზაციებთან 2 დეპარტამენტის ინიციატივით? აქვე ისიც მინდა გითხრათ, რომ მალე მოხდება ამ სტრუქტურის რეორგანიზაცია. საქმე ის გახლავთ, რომ დევნილების 60-65 % განსახლებულია სოფლად. ამიტომ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სამუშაოები ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტად განიხილება. რამდენიმე პროექტის პრეზენტაცია მოვახდინეთ ზუგდიდში, ასევე სხვა ქალაქებში. დღევანდელ შეხვედრაზე ანგარიშის წარსადგენად ჩვენ მოვუხმეთ ფართო საზოგადოებას დიპლომატიურ კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩათვლით. რა გავაკეთეთ, რა შევქმენით ჩეხეთის, პოლონეთის, თურქეთის საელჩოების, USAID-ის, NEO-ს და სხვათა მხარდაჭერით. ძალიან შთამბეჭდავი პრეზენტაცია გააკეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვალერი ბასარიამ, რომელმაც დეტალურად მიაწოდა იქ მყოფ საზოგადოებას ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნა, როგორი დატვირთვით მუშაობს ახლად ჩამოყალიბებული მცირე საწარმოები, როგორი უკუგება აქვთ მათ და სხვა მრავალი. ჩვენმა პარტნიორებმა მოითხოვეს ჩვენგან მასალები, ახალი პროექტები, წინადადებები – ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ინტერესი ჩვენი პროექტებისადმი გაიზარდა და ისინი ჩვენთან ერთად გააგრძელებენ თანამშრომლობას ახალ პროექტებზე“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.