უახლესი ამბები

პარლამენტმა უკანონო მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტს მხარი დაუჭირა

17 04 2014 | ავტორი: admin
პარლამენტმა უკანონო მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტს მხარი დაუჭირა
კანონპროექტი
0

პარლამენტმა პირველი მოსმენით, 89 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მიიღო კანონპროექტი „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც უკანონო მოსმენის შეზღუდვას ეხება.
წარმოდგენილი კანონის პროექტით, ფართოვდება იმ ქმედებათა წრე, რომლებიც დაკავშირებული პირადი ცხოვრების ხელყოფასთანა. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ხდება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა და განისაზღვრება მასთან დაკავშირებული ქმედებები: უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება, გასაღება, ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა. კანონპროექტით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევად ითვლება აგრეთვე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის, ან კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ შენახვა უკანონოდ გამოყენების, გავრცელების, ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფის მიზნით.

ასევე ზუსტდება, თუ რა ქმედებებს გულისხმობს პრიადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა. გარდა ამისა, მკაცრდება სანქციები პირადი ან ოჯახური ცხოვრების, კერძო კომუნიკაციის, პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევისთვის.