ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ალექსანდრე ანქვაბი თანამდებობიდან გადააყენა და ვადამდელი საპრეზიდნეტო არჩევნების თარიღი დაასახელა.
რიგგარეშე სხდომაზე ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის საკითხს უყარეს კენჭი. შედეგად, არჩევნები მიმდინარე წლის 24 აგვისტოს ჩაინიშნა.
გავრცელებული იფნორმაციით, არჩევნებამდე რესპუბლიკის მეთურის მოვალეობებს სახალხო საბჭოს სპიკერი ვალერი ბგანბა შეასრულებს.
„აფხაზეთში მშივიდობის დამყარებისთვის, იმისთვის რომ სისხლი არ დაიღვაროს, მზად ვარ არასტნადარტული გადაწყვეტილება მივიღო, მიუხედავად იმისა, ხაზს ვუსვამ, რომ ის ჩვენს კანონდებლობასა და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება,“– განაცხადა დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნამა ნუგზარ აშუბამ.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ ანქვაბმა საკუთარი რეზიდენცია 27 მაისს, მას შემდეგ დატოვა, რაც „სახალხო კრებაზე“ შეკრებილმა ოპოზიციის მომხრეებმა მისი რეზიდენციის შტურმი დაიწყეს.