უახლესი ამბები

ავღანეთიდან ქართველი სამხედროების ერთი ნაკადი დაბრუნდა

30 04 2016 | ავტორი: admin
ავღანეთიდან ქართველი სამხედროების ერთი ნაკადი დაბრუნდა
საქართველო და გარესამყარო
0

ქართველი სამშვიდობოების კიდევ ერთი ნაკადი სამშობლოში დაბრუნდა. II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის 133 სამხედრო მოსამსახურე ავღანეთში 7 თვის განმავლობაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში წარმატებით ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. დღეს ისინი უკვე ოჯახებს დაუბრუნდნენ.

სამხედროებს აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და II ქვეითი ბრიგადის მეთაური პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე დახვდნენ.
„დღეს, 22-ე ბატალიონის 133 მეომარი მშვიდობიანად დაბრუნდა ავღანეთიდან. ვულოცავ მათ და მათ ოჯახებს. ასევე ვულოცავ მთელს თავდაცვის სამინისტროს ჯარისკაცების მშვიდობიანად დაბრუნებას და მისიის წარმატებით შესრულებას,“ – განაცხადა დავით ებრალიძემ.

II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედროებმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ფარვანის პროვინციაში შეასრულეს. ბატალიონის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იყო.
საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა. რამდენიმე კვირაში 22-ე ბატალიონის სამხედროები სამშობლოში სრულად დაბრუნდებიან.