უახლესი ამბები

აშშ-ის ავიაიერიშს „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი ემსხვერპლა

05 05 2016 | ავტორი: admin
აშშ-ის ავიაიერიშს „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი ემსხვერპლა
გარესამყარო
0

„ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ავსტრალიელი ნილ პრაკაში, ერაყში, ამერიკის ავიაიერიშების შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ „CNN“ იუწყება. 

ნილ პრაკაში, რომელიც ცნობილი იყო აბუ ხალედ ალ-კამბოდის სახელით, ქალაქ მოსულთან 29 აპრილს განხორციელებული იერიშების შედეგად დაიღუპა. იგი ხშირად ჩანდა „ისლამური სახელმწიფოს“ პროპაგანდისტულ ვიდეოებსა და ჟურნალებში. 

გავრცელებული ცნობით, პრაკაში ავსტრალიაში ტერორისტული აქტების განხორციელების ინსპირირებას უწყობდა ხელს.