უახლესი ამბები

ვალერი არქანიას არტ-გალერეაში სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეთა დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევართა გამოფენა გაიმართა

18 05 2016 | ავტორი: admin
ვალერი არქანიას არტ-გალერეაში სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეთა დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების   ნამუშევართა გამოფენა გაიმართა
კულტურა
0

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით,  ვალერი არქანიას არტ-გალერეაში სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „მერმისის“, სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეთა დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების   ნამუშევართა გამოფენა გაიმართა. გამოფენის მიზანი იყო აფხაზეთის ახალგაზრდა შემოქმედთა ხელოვნების პოპულარიზაცია და მისი ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.

გამოფენის პარალელურად გაიმართა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილ  შემოქმედებით კოლექტივებთან ერთად  მონაწილეობას იღებდნენ ხელოვნების სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლები, კერძოდ, პოეტები: ტარიელ ხარხელაური, ერეკლე საღლიანი; მსახიობები: გივი სიხარულიძე,  ნინო ბაშარული;  მომღერლები: ნუგზარ კვაშალი, ზურაბ დოიჯაშვილი; კომპოზიტორი ია მაისაია; ასევე ახალგაზრდა  პოეტები და მომღერლები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები.