უახლესი ამბები

„EGYPTAIR-ის“ სამგზავრო თვითმფრინავი რადარებიდან გაუჩინარდა

19 05 2016 | ავტორი: admin
„EGYPTAIR-ის“ სამგზავრო თვითმფრინავი რადარებიდან გაუჩინარდა
გარესამყარო
0

„EGYPTAIR-ის“ კუთვნილი „Airbus A320“ რადარებიდან გაუჩინარდა, ამის შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიამ საკუთარი „Twitter-ის“ გვერდზე გამოაქვეყნა.

რეისი MS804 ფრენას პარიზიდან-კაიროს მიმართულებით ასრულებდა. თვითმფრინავი საფრანგეთის დედაქალაქიდან ადგილობრივი დროით 23:09-ზე გამოფრინდა.

თვითმფრინავის ბორტზე 59 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის 3 ბავშვი, აგრეთვე ეკიპაჟის 10 წევრი.

თვითმფრინავი რადარებიდან ეგვიპტის საჰაერო სივრცის გადაკვეთის შემდეგ გაუჩინარდა. იმ დროისათვის ის 11 კილომეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა.

„EGYPTAIR-ის“ განცხადებით, ბორტთან კავშირი ეგვიპტის დროით 02:45-ზე შეწყდა.

EGYPTAIR-ის თვითმფრინავი