უახლესი ამბები

აფხაზეთის მთავრობასა და ჟორდანიას ინსტიტუტს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა

09 06 2016 | ავტორი: admin
აფხაზეთის მთავრობასა და ჟორდანიას ინსტიტუტს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა
საზოგადოება
0

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და შპს „ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამედიცინო კვლევით ინსტიტუტს“ შორის ურთიერთშეთანხმების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის დემოგრაფიულ პრობლემებზე მომუშავე აფხაზეთის მთავრობის მუდმივმოქმედი კომისიისთვის დემოგრაფიულ საკითხებთან და რეპროდუქციული პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებულ კონსულტაციებს.

ასევე აფხაზეთის მთავრობის დაწესებულების – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად ერთობლივ გასვლით ღონისძიებებში მონაწილეობას, დაგეგმილ სამედიცინო აქციებში ორგანიზაციის  სპეციალისტების მონაწილეობას.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ამბულატორიულ საკონსულტაციო და სადიაგნოსტიკო დახმარების გაწევას შეღავათიანი ტარიფებით.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამედიცინო დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას სემინარების ჩატარების გზით.

აფხაზეთის მთავრობის ხელძმღვანელის, ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, მომორანდუმის ინიციატივა თავად ჟორდანიას კლინიკამ გამოთქვა და ეს დაწესებულება აქტიურად ჩაერთვება აფხაზეთის მთავრობის მიერ ორგანიზებულ დევნილთა უფასო სამედიცინო გამოკვლევებში.

„ტრადიციად იქცა ცნობილ სამედიცინო დაწესებულებებთან   ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შემუშავება. მეამაყება, რომ   დღეს  ჟორდანაის სახელობის კლინიკასთან გავაფორმეთ ერთობლივი მემორანდუმი. სასიხარულოა, რომ ასეთი სახელოვანი, ცნობილი დაწესებულება მზად არის  საკუთარი წვლილი შეიტანონ დევნილთა ჯანმრთელობის საკითხების მოწესრიგებაში.  მადლობა მინდა მოვახსენო ამ ინსტიტუტის ხელმძღვანელობას -განსაკუთრებით ქალბატონ  ლია ნადარეიშვილს,  რომელიც ამ მემორანდუმის ერთ-ერთი ინიციატორი გახლდათ.  დევნილთა ჯანმრთელობაზე  ზრუნვა,  ეს არის ჩვენი ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტი, რომელიც მრავალი ღონისძიების გატარებას მოითხოვს.  დარწმუნებული ვარ, იმ გასვლით სამედიცინო პროგრამებში, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ჟორდანის კლინიკა ერთ-ერთი გამორჩეული იქნება. მახარებს ისიც, რომ დემოგრაფიული პრობლემების საკითხებშიც ჟორდანიას კლინიკა გაგვიწევს დახმარებას, როგრც კვლევით, ისე პრევენციული ღონისძიებების გატარების    საკითხებში.  მადლობა მინდა გადავუხადო  – ბატონ იოსებ ამბოკაძეს, რომელთან ერთადაც მოვაწერეთ ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს. მადლობა  ყველას, ვინც ჩვენი თანმშრომლობის იდეა დღევანდელი დღით დააგვირგვინა“- განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.