უახლესი ამბები

ორლანდოს ღამის კლუბში განვითარებულ მოვლენებს ბარაკ ობამამ ტერაქტი უწოდა

13 06 2016 | ავტორი: admin
ორლანდოს ღამის კლუბში განვითარებულ მოვლენებს ბარაკ ობამამ ტერაქტი უწოდა
გარესამყარო
0

ორლანდოს ღამის კლუბში განვითარებულ მოვლენებს ბარაკ ობამა გამოეხმაურა. პრეზიდენტმა მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა. 

სწორედ იმ დროს, როდესაც ბარაკ ობამა საზოგადოებას მიმართავდა, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელმა, რომელმაც ორლანდოს ღამის კლუბში მასობრივი ხოცვა-ჟლეტვა მოაწყო, თავდასხმის წინ ერთგულება სწორედ „ისლამურ სახელმწიფოს“ გამოუცხადა.

წარმოშობით ავღანელი 29 წლის ომარ მატინი ფლორიდის მკვიდრი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ტერაქტამდე, მან საგანგებო სიტუაციების სამსახურში დარეკა და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის შესახებ განაცხადა.

თავდასხმის შედეგად, კლუბში მყოფი 50 ადამიანი დაიღუპა, 53 კი დაშავდა.