უახლესი ამბები

თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში 30 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცათ

22 06 2016 | ავტორი: admin
თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში 30 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცათ
საზოგადოება
0

თბილისში, საცხოვრებელ კომპლექს Dirsi-ს ახალაშენებულ კორპუსში 30 დევნილი ოჯახი ბინის მფლობელი გახდა. დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა დევნილ ოჯახებს ახალი ბინის გასაღებები გადასცა.

Dirsi – ეს არის „მინი ქალაქი“, სადაც საცხოვრებელ კორპუსებთან ერთად განთავსებულია: საბავშო ბაღები, სკოლები, სავაჭრო-გასართობი ცენტრი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტები, სამედიცინო ცენტრი, კეთილმოწყობილი ეზო, საბავშვო სათამაშო მოედნები და ა.შ.

უახლოეს მომავალში, თბილისის ზღვაზე, „ოლიმპიურ სოფელში“ ბინა კიდევ 100 დევნილ ოჯახს გადაეცემა.

2016 წლის ბოლომდე კი, „ოლიმპიურ სოფელსა“ და მენაშენეებისგან გამოსყიდულ ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მფლობელი 400 დევნილი ოჯახი გახდება.