უახლესი ამბები

ალექსანდრე ანქვაბი თანამდებობიდან გადადგა

01 06 2014 | ავტორი: admin
ალექსანდრე ანქვაბი თანამდებობიდან გადადგა
კონფლიქტები
0

აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ „იტარ-ტასი“ იუწყება. „ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, აფხაზეთის კონსტიტუციის 65-ე მუხლის თანახმად, გადავდექი აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობიდან. ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, შეინარჩუნეთ სამოქალაქო მშვიდობა და მოგიწოდებთ ჩაატაროთ საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდ ვითარებაში“, – ნათქვამია ხალხისადმი ანქვაბის მიმართვაში. 

დღის პირველ ნახევარში დეფაქტო პრემიერი და ე. წ. უშიშროების საბჭოს მდივანი ანქვაბის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებდნენ.