უახლესი ამბები

ვახტანგ ყოლბაიამ ომში დაღუპულ მეომართა და დევნილ მრავალშვილიან დედებს აღდგომის დამდეგი ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა

17 04 2014 | ავტორი: admin
ვახტანგ ყოლბაიამ ომში დაღუპულ მეომართა და დევნილ მრავალშვილიან დედებს აღდგომის დამდეგი ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა
საზოგადოება
0

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ომში დაღუპულ მეომართა და დევნილ მრავალშვილიან დედებს აღდგომის დამდეგი ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მათ საყოფაცხოვრებო ნივთები და სააღდგომო პასკები გადასცა.
ღონისძიებას „პრივატბანკ საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იური ყანდაუროვი, ბანკის წარმომადგენლები და აფხაზეთის მთავრობის წევრები დესწრნენ.
სააღდგომო საჩუქრები „პრივატბანკმა“ უზრუნველყო.
ღონისძიების დეტალებზე ისაუბრა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.
„ჩვენ უკვე ტრადიციად ვაქციეთ აფხაზეთში შვილდაკარგულ დედებთან შეხვედრა ყოველ დღესასწაულზე. დღეს ღონისძიება გავაფართოვეთ და მრავალშვილიანი დედებიც მოვიწვიეთ. დღევანდელი პატარა დღესასწაული „პრივატბანკთან“ თანამშრომლობით მოვაწყვეთ, რომელთანაც ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ. ეს სიკეთე იმ სხვა სახის დახმარებებთან ერთად, მხედველობაში მაქვს, ახალგაზრდების შრომითი მოწყობა საბანკო სისტემებში, დევნილებისთვის ფინანსური თუ მატერიალური დახმარება, არის ძალიან დიდი თანადგომა, რომელსაც უკრაინელი ხალხი იჩენს ჩვენი დევნილი მსოახლეობის მიმართ. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც აქტიურად მონაწილეობს ამ პროცესებში. ეს არის დევნილთა განსახლების დეპარტამენტი, ჩვენი იუსტიციის დეპარტამენტი, რომელთა ჭერქვეშაც არის გაერთიანებული დედათა დიდი კავშირი. ჩვენი სამსახურები იღვწიან იმისთვის, რომ შვილდაკარგულ დედებს ყურადღება არ მოაკლდეს. დღევანდელი ხალხმრავლობა, ნდობის გამოცხადებაა ჩვენთვის და იმ სტრუქტურებისთვის, რომლებიც ცდილობენ გვერდში ამოუდგნენ შვილდაკარგულ დედებს, მრავალშვილიანებს კი შეუმსუბუქონ და გაუადვილონ მძიმე შრომა“.
ვახტანგ ყოლბაიამ ასევე ისაუბრა აფხაზეთის მთავრობის „პრივატბანკთან“ თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მანვე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ უკრაინისათვის განსაკუთრებით მძიმე პერიოდში, უკრაინული ბანკი ქართველ დევნილებს ეხმარება.
„მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო „პრივატბანკს“, რადგან მათ არაერთხელ გაუწიეს დახმარება ჩვენს დევნილ მოსახლეობას. ჩვენს შორის, დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მათ უკვე დაასაქმეს რამდენიმე ათეული ადამიანი, სპეციალური კუთხე შეუქმნეს ჩვენს დევნილებს თავიანთ ცენტრალურ ოფისში. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება იმის შესახებ, რომ რამდენიმე ათეულ კომპიუტერულ ტექნიკას გადმოგვცემენ სკოლებისათვის და სხვა დაწესებულებებისათვის. მათი დახმარების ძალა ვიგრძენით ასევე ჟიული შარტავას 70 წლისთავთან დაკავშირებით. წიგნის გამოცემები, სპორტული ღონისძიებების დაფინანსება და ა. შ. ამიტომ, მადლობას ვუხდით მათ და როგორც დღეს მათმა ხელმძღვანელმა ბრძანა, ეს არის ერთგვარი გამოძახილი უკრაინელებისა იმ პრობლემებისადმი, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომელიც ჩვენ გავიარეთ. მით უფრო დასაფასებელია ეს დახმარება, როდესაც უკრაინას თავადაც აქვს რუსეთთან პრობლემები. ასეთ დროს, რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვეხმარებიან. დიდი მადლობა მათ ამისთვის. ვულოცავ ყველას დამდეგ ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.