უახლესი ამბები

ზალკალიანი ანქვაბის გადადგომას ეხმაურება

02 06 2014 | ავტორი: admin
ზალკალიანი ანქვაბის გადადგომას ეხმაურება
კონფლიქტები
0

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი დე ფაქტო პრეზიდენტ ანქვაბის გადადგომას და ე. წ. აფხაზეთის რესუპლიკაში მომავალ არჩევნებს ეხმაურება

„იმ სიტუააციას, რომელიც შეიქმნა, ჩვენი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვაკვირდებოდით, ჩვენ მუდმივად გვაქვს კონსულტაციები საერთაშორისო თანამეგობრობასთან, შიდა ფარული დაპირისპირება, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარეობდა, იმით დასრულდა, რომ დე ფაქტო პრეზიდენტი გადადგა, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ძალიან მჭიდროდ კორდინაციულ საქმიანობას იმისთვის, რომ არ მოხდეს შემდგომი ესკალაცია. კერძოდ, ჩვენი მთავარი წუხილი იქითკენაა მიმართული, რომ იქ შექმნილი სიტუაცია, ეთნიკურ ქართველებს არ შეეხოს, რომლებიც ძირითადად გალის რაიონსა და სხვა მიმდებარე ტერიტორიებზე ცხოვრობენ. ამიტომ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.