უახლესი ამბები

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი გერმანიის ფედერაციაში დაიწყო

30 06 2016 | ავტორი: admin
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი გერმანიის ფედერაციაში დაიწყო
საქართველო და გარესამყარო
0

საქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან და ქართულ დელეგაციასთან ერთად ბერლინს ეწვია.

დღეს საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა კონრად ადენაუერის ფონდში, თემაზე „საქართველოს ევროპული გზა“, რის შემდეგაც მოწვეული სტუმრების შეკითხვებს უპასუხებს.

გიორგი მარგველაშვილი ვიზიტის ფარგლებში ხვალ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს იოახიმ გაუკის შეხვდება, ბელვიუს სასახლეში პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება და შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ასევე დაგეგმილია საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას შეხვედრა გერმანიის პირველ ლედისთან დანიელა შადტთან. გიორგი მარგველაშვილი ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდება, ასევე დაგეგმილია შეხვედრები ბუნდესტაგის და ბუნდესრატის პრეზიდენტებთან. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან მთავრობის, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები.