სააგენტო „ლენტა.რუმ“ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე. წ. პრეზიდენტთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. ინტერვიუში დე ფაქტო პრეზიდენტი მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, რუსეთთან ურთიერთობაზე, რეგიონში ირანის გააქტიურებაზე და სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემდგენლობაში შესვლაზე საუბრობს. ჟურნალისტის კითხვაზე: ყირიმის მოვლენების შემდეგ, არსებობს თუ არა სამხრეთ ოსეთისთვის შესაძლებლობა რომ რუსეთს შეუერთდეს, თიბილოვი პასუხობს:
„რუსეთთან ჩვენ მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარების შემდეგ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის თანამშრომლობის, მეგობრობისა და დახმარების“ შეთანხმების საფუძველზე მრავალ ორმხრივ შეთანხმებას მივაღწიეთ.
ეს ყოველივე სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში ინტეგრაციას მოწმობს. რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობა სერიოზული მოსამზადებელი ეტაპია იმისათვის, რომ რესპუბლიკა რუსეთის შემადგენლობვაში შევიდეს. ეს იდეა ყოველ ჩვენგანში დევს. როგორც ადრე მითქვამს, გაყოფილი ოსეთის ხალხი უნდა გაერთიანდეს. ეს ისტორიული დრო უნდა დადგეს. ჩვენ ამ გზაზე ვდგავართ და რუსეთის შემადგენლობაში შესვლის იდეას კარგი პერსპექტივები აქვს“, – განაცხადა თიბილოვმა.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტის მომდევნო შემადგენლობა რუსეთს მის შემადგენლობაში შესვლის თხოვნით მიმართავს.