უახლესი ამბები

ზონდმა „იუნონამ“ იუპიტერის ზედაპირისაკენ დაშვება დაიწყო

04 07 2016 | ავტორი: admin
ზონდმა „იუნონამ“ იუპიტერის ზედაპირისაკენ დაშვება დაიწყო
მეცნიერება
0

ნასა-ს ავტომატურმა პლანეტათშორისმა სადგურმა „იუნონამ“ იუპიტერის ზედაპირისაკენ დაშვება დაიწყო. გეგმის მიხედვით, სამშაბათს აპარატი პლანეტის ორბიტაზე გავა.

მომდევნო 18 თვის განმავლობაში კოსმოსურმა ზონდმა პლანეტის ატმოსფერო და მისი გრავიტაციული და მაგნიტური ველები უნდა შეისწავლოს.

კოსმოსური მისიის კიდევ ერთი მიზანი, იმ ჰიპოთეზის შემოწმებაა რომლის თანახმადაც იუპიტერს მყარი ბირთვი აქვს.

ნასა-ს გეგმის მიხედვით, „იუნონას“ მისია 2018 წლის თებერვალში უნდა დასრულდეს, თუმცა სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ მასზე ძლიერი ზემოქმედების გამო, ზონდი მწყობრიდან გაცილებით უფრო ადრე გამოვიდეს.

მისიის თანამშრომელ ფრან ბაგენალის განცხადებით, ზონდის დედამიწაზე გამოცდისას, მისთვის იუპიტერის ზუსტი გარემო პირობების შექმნა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

„ატმოსფერული წნევა დედამიწაზე ერთი ბარია, ხოლო იუპიტერის ცენტრში ის 80 მილიონ ბარს აღწევს. ეს იგივეა, რაც ათასი სპილო იდგეს ერთმანეთზე, ხოლო ყველაზე ქვედა მათგანი ქუსლებზე იდგეს“, – განმარტა ბაგენალმა.

ზონდი „იუნონა“ 2011 წლის აგვისტოში გაუშვეს და ის „გალილეოს“ შემდეგ რიგით მეორე აპარატია, რომელმაც იუპიტერის ორბიტაზე გასვლა შეძლო. პროგრამის ღირებულება 1,1 მილიარდი ამერიკული დოლარია.