უახლესი ამბები

იემენში აფეთქების შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა

06 07 2016 | ავტორი: admin
იემენში აფეთქების შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
გარესამყარო
0

იემენის სამხრეთში მდებარე ქალაქ ადენში, აეროპრტის სიახლოვეს განლაგებულ სამხედრო ბაზაზე ორი აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია ექვსი ადამიანი.

ადგილობრივი წყაროს ცნობით, თავდაპირველად ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული პირველი ავტომობილი ბაზის ჭიშკართან აფეთქდა. შემდეგ მეორე ავტომობილმა ბაზის ტერიტორიაზე შეღწევა შეძლო და უკვე იქ აფეთქდა.

ჯერჯერობით აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არავის არ აუღია.

იემენში კონფლიქტი 2014 წლიდან მიმდინარეობს. ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად აჭანყებული ჰუსიტები იბრძვიან, რომელთაც ირანი და ექს-პრეზიდენტ ალი აბდალა სალეჰის ერთგული არმიის ნაწილი უჭერს მხარს.

მათი მოწინააღმდეგეები პრეზიდენტ აბდ რაბუჰ მანსურ ალ-ჰადის მიმართ ლოიალურად განწყობილი ძალები არიან. მათ მხარს არაბული კოალიცია უჭერთ, რომლის სათავეშიც საუდის არაბეთია.