უახლესი ამბები

დავით ჯალაღანია ოკუპირებულ აფხაზეთში თურქი ტუროპერატორების გამოჩენას ეხმიანება

02 06 2014 | ავტორი: admin
დავით ჯალაღანია ოკუპირებულ აფხაზეთში თურქი ტუროპერატორების გამოჩენას ეხმიანება
კონფლიქტები
0

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე თურქი ტუროპერატორების ჩასვლასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

„ოკუპირებულ აფხაზეთში თურქული ტუროპერატორების შესვლასთან დაკავშირებით ჩვენ საპროტესტო ნოტა გავგზავნეთ. ჩვენ ამ საკითხზე თურქეთის მთავრობასთან დიალოგი გვაქვს. სამწუხაროა, რომ მსგავსი ფაქტები ხდება და ჯობია, რომ ასეათი რამ არ იყოს. მოგეხსენებათ, თურქეთის მთავრობა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს აღიარებს და ცალსახად უჭერს მხარს. ჩვენი მიდგომა ამ საკითხის მიმართ იქნება პრინციპული და მკაცრი, რადგან ვთვლით, რომ თუკი ქვეყანა ატარებს პოლიტიკას, მას საკმაო ბერკეტები და ავტორიტეტი უნდა გააჩნდეს, რომ ესა თუ ის სტრუქტურა ამ კონკრეტიკას პატივს სცემდეს“, – განაცხადა ჯალაღანიამ.