უახლესი ამბები

ტაივანში აფეთქების შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

08 07 2016 | ავტორი: admin
ტაივანში აფეთქების შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
გარესამყარო
0

ტაივანის დედაქალაქ ტაიბეის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელში აფეთქების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაშავდა. წინასწარი მონაცემებით, თვითნაკეთი ბომბი აფეთქდა.

ადგილობირივი პოლიციის ცნობით, აფეთქებვის ადგილზე 20 სამტიმეტრის სიგრძის მეტალის მილი აღმოაჩინეს, რომელშიც სავარაუდოდ ასაფეთქებელი ნივთიერება იყო მოთავსებული.

ტაივანის პრემიერ-მინისტრმა ლინ ციუანმა ინციდნტს „ბოროტების აქტი“ უწოდა და აფეთქების საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ გასცა განკარგულება.

თვითმხილველთა თქმით, მათ დაინახეს მამაკაცი, რომელმაც მატარებელში საეჭვო ნივთი დატოვა, რის შემდეგაც ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა და ვაგონი კვამლით გაივსო.