უახლესი ამბები

რუსეთის შეთანხმება აფხაზეთთან გაერთიანებული ძალების დაჯგუფების შექმნის შესახებ რატიფიკაციაზე გადაიგზავნა

11 07 2016 | ავტორი: admin
რუსეთის შეთანხმება აფხაზეთთან გაერთიანებული ძალების დაჯგუფების შექმნის შესახებ რატიფიკაციაზე გადაიგზავნა
კონფლიქტები
0

აფხაზეთისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ შეთანხმებას აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა ხელი 2015 წლის 26 ნოემბერს მოაწერა.

აღნიშნული შეთანხმება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს წარედგინა, რომლის რატიფიკაციაც შემდეგ სახელმწიფო სათათბირომ უნდა განახორციელოს.

რუსეთის პრეზიდენტმა და აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი 2014 წლის 24 ნოემბერს მოაწერეს. შეთანხმება ითვალისწინებს კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის გატარებას, თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი სივრცის, აგრეთვე ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნას.