უახლესი ამბები

საფრანგეთში ტერაქტს 80 ადამიანი ემსხვერპლა

15 07 2016 | ავტორი: admin
საფრანგეთში ტერაქტს 80 ადამიანი ემსხვერპლა
გარესამყარო
0

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ტერორისტული აქტი განხორციელდა. ბასტილიის აღების დღის აღნიშვნისას, სატვირთო ავტომანქანა ხალხში შევარდა, რასაც 80ადამიანის დაღუპვა მოჰყვა.

„ამ ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი საკმაოდ მაღალია: დაიღუპა 80 ადამიანი, 18 კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო უამრავი ადამიანი დაშავებულია“, – განაცხადა საფრანგეთის შსს მინისტრმა ბერნარ კაზნიოვმა.

თავდასხმა ინგლისის სანაპიროზე მაშინ მოხდა, როცა ათასობით ადამიანი სადღესასწაულო ფეიერვერკს უყურებდა. სატვირთო ავტომანქანა სანაპიროზე შეკრებილ ხალხში შევარდა და 2 კილომეტრის მანძილი გაიარა.

ავტომანქანის მძღოლი პოლიციამ მოკლა. მოგვიანებით სატვირთო მანქანაში იარაღი და ხელყუმბარები აღმოაჩინეს. სააგენტო ფრანს-პრესის ცნობით, მანქანაში 31 წლის ტუნისური წარმოშობის ნიცაში მაცხოვრებელი პიროვნების დოკუმენტები აღმოჩნდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მომხდარს ტერაქტი უწოდა.