უახლესი ამბები

ერდოღანი: ეს იყო გადატრიალების მცდელობა თურქეთის ერთობის წინააღმდეგ

16 07 2016 | ავტორი: admin
ერდოღანი: ეს იყო გადატრიალების მცდელობა თურქეთის ერთობის წინააღმდეგ
გარესამყარო
0

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა. მან პრესკონფერენცია სტამბოლში ჩასვლისთანავე გამართა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, თურქეთში მომხდარი მოვლენები იყო აჯანყების მცდელობა ქვეყნის ერთობის წინააღმდეგ. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ის თავად გააკონტროლებს, რომ თურქეთის შეიარაღებულ ძალებში „წმენდა“ ჩატარდეს. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მკაცრად დაისჯება ყველა ადამიანი, ვინც სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობდა. ერდოღნმა აღნიშნა, რომ გადატრიალების დროს ქუჩებში მილიონობით ადამიანი იყო გამოსული.