უახლესი ამბები

კინოსტუდია „ქართული ფილმში“ ლევან ანჯაფარიძის ფილმის სამუშაო ვარიანტის ჩვენება გაიმართა

21 07 2016 | ავტორი: admin
კინოსტუდია „ქართული ფილმში“ ლევან ანჯაფარიძის ფილმის სამუშაო ვარიანტის ჩვენება გაიმართა
კულტურა
0
კინოსტუდიაქართული ფილმში“ რეჟისორ ლევან ანჯაფარიძის ფილმისგზასამუშაო ვარიანტის ჩვენება გაიმართა. ფილმი ქართულაფხაზური კონფლიქტის თემას ეხებარეჟისორის თქმით, დასრულების შემდეგ ეს ამ თემაზე გადაღებულ ფილმებს შორის ყველაზე სრულყოფილი იქნება. აღშანიშნავია, რომ ეს არის ბოლო წლების განმავლობაში ქართული ფილმისმიერ გადაღებული პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომლის პრემიერაც 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესაა დაგეგმილისამომავლოდ, იგეგმება ფილმის წარდგენა სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, ფილმის რეჟისორი ლევან ანჯაფარიძე, ქართული კინოს განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი მერაბ კოკოჩაშვილი და ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, აფხაზეთის მთავრობა ფილმის გადაღების პროცესს ყველანაირად მხარს უჭერს და ეხმარება შესაძლებლობის ფარგლებში. მისივე თქმითაფხაზეთის მთავრობის მწირი ბიუჯეტის კვალობაზე, ეს დახმარება საკმარისი არაა და აუცილებელია, პროცესში მთელი საზოგადოება ჩაერთოს.

„ამ ფილმის სცენარი დიდ ხანს იწერებოდა. მე ერთ-ერთი პირველთაგანი ვარ, ვინც მას უფრო ადრე გაეცნო. თავდაპირველად ფილმს სხვა სახელწოდება ჰქონდა, საბოლოოდ კი მას „გზა“ ეწოდა. სამწუხაროდ, სახსრების უქონლობის გამო, საერთო ჯამში ფილმის ქრონომეტრაჟი მნიშვნელოვნად შემცირდა. მაგრამ დღეს, როცა სამუშაო ვარიანტს ვაფასებდით, ვფიქრობ, რომ შინაარსობრივი და ემოციური ღირებულება ამით არ დაზიანებულა. აღარაფერს ვამბობ რეჟისორულ ნამუშევარზე, რომელიც დარწმუნებული ვარ, დიდ მოწონებას დაიმსახურებს. ფილმის თემა მტკივნეულია, არა მარტო ჩვენთვის, ვინც აფხაზეთიდან ვართ, არამედ დანარჩენი საქართველოსთვის. მთლიანად კავკასიისთვის, და თუ გნებავთ, მთელი მსოფლიოსთვის. მაშინ, როცა ასე მწვავედ დგას დევნილების საკითხი სირიიდან, ერაყიდან, ავღანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ახლო აღმოსავლეთის თემა დღეს მსოფლიოს დიდ თავისტკივილად იქცა. ამიტომაც ომისა და მშვიდობის საკითხები თავისი აქტუალობით ნომერ პირველ თემად იქცა კაცობრიობისთვის. ადამიანებმა საკუთარ ტყავზე გამოსცადეს ომის ტრაგიზმი და მშვიდობის ძალა. ეს მისწრაფება ჩვენი ფილმის სცენარშიც კარგადაა გამოკვეთილი, რომელსაც მსახიობთა შესანიშნავი გუნდი კარგად წარმოაჩენს. განცდილი აფხაზური ტრაგედია გარკვეულწილად კრავს ადამიანების მშვიდობისადმი დამოკიდებულების, სოლიდარობის, მეზობლობისა და მეგობრობის იმ ატმოსფეროს, რომლის გარეშეც არსებობა დიდხანს შეუძლებელია. ფილმი, რომელიც ჩვენ დღეს ვნახეთ არის კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების შესაძლებლობის გზაზე.
ვის თუ არა აფხაზეთის მთავრობას უნდა მიეღო მონაწილეობა ამ ფილმის მხარდაჭერაში. მწირი ფინანსური შესაძლებლობებიდან გამოდინარე, ჩვენი მხარდაჭერა არ იყო მასშტაბური, მაგრამ უკან არ დაგვიხევია. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ამ ურთიერთობებს და შევეცდებით ფილმს გამოვუნახოთ სპონსორები, მოვიზიდოთ ბიზნესმენები, დაინტერესებული ადამიანები, რომლებიც საკუთარ წვლილს შეიტანენ იმ ფილმის დაფინანსებაში, რომელიც საბოლოოდ ყველას გვჭირდება. სად თუ არა საქართველოში უნდა შეიქმნას ასეთი ფილმები, რომელმაც მსოფლიოს ყურადღება უნდა მიიპყროს. ეს ფილმი ხომ ყველას ეკუთვნის, ვისთვისაც ძვირფასია მშვიდობა. მოდით მხარში ამოვუდგეთ ამ შესანიშნავ კოლექტივს და ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე. მადლობა მინდა გადავუხადო ფილმის დამდგმელ კოლექტივს, ყოველ მათგანს, ვინც მის შექმნაში მიიღო მონაწილეობა და ყველას ვინც დღეს ფილმის ჩვენებას ესწრებოდა“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.