უახლესი ამბები

რაულ ხაჯიმბამ დე ფაქტო პრემიერის მოვალეობის შემსრულებლად შამილ აძინბა დანიშნა

27 07 2016 | ავტორი: admin
რაულ ხაჯიმბამ დე ფაქტო პრემიერის მოვალეობის შემსრულებლად შამილ აძინბა დანიშნა
კონფლიქტები
0

რაულ ხაჯიმბას გადაწყვეტილებით, აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის მოვალეობას პირველი ვიცე-პრემიერი შამილ აძინბა შეასრულებს.

ცოტა ხნით ადრე დე ფაქტო პრეზიდენტმა არტურ მიქვაბიას თხოვნა დააკმაყოფილა და ის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტის ამჟამინდელი შემადგენლობა თავის მოვალეობიას ახალი კაბინეტის ჩამოყალიბებამდე შეასრულებს.