უახლესი ამბები

სირიაში რუსული სამხედრო ვერტმფრენი მი-8 ჩამოაგდეს

01 08 2016 | ავტორი: admin
სირიაში რუსული სამხედრო ვერტმფრენი მი-8 ჩამოაგდეს
გარესამყარო
0

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, სირიის იდლიბის პროვინციაში ცეცხლის გახსნის შედეგად რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენი მი-8 ჩამოვარდა. ბოლო ცნობით, დაიღუპა ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი.

უწყების ინფორმაციით, ვერტმფრენი ალეპოში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანის შემდეგ უკან ბრუნდებოდა.

„ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის სამი წევრი და სირიაში დაპირისპირებული მხარეების შერიგების რუსული ცენტრის ორი ოფიცერი იმყოფებოდა“, – ნათქვამია პრეს-სამსახურის განცხადებაში.