უახლესი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და USAID-ის პროექტ „ZRDA“-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

02 08 2016 | ავტორი: admin
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და USAID-ის პროექტ „ZRDA“-ს  შორის  ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
ეკონომიკა
0

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID)  პროექტ „ZRDA“-ს  შორის  ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვალერი ბასარიამ და პროექტ  „ZRDA“-ს წარმომადგენელმა საქართველოში, ბრაიან კინგმა მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.

შეთანხმება ე.წ. „გამყოფ ხაზთან“, მდ. ენგურის გასწვრივ მდებარე დასახლებულ პუნქტებში მცხოვრები დევნილებისათვის საარსებო წყაროების შექმნას გულისხმობს. ამისათვის, აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  დეპარტამენტი და მასში შემავალი სსიპ „გამწვანებისა და გარემოს დაცვითი პროექტების სააგენტო“  USAID-ის პროექტ  „ZRDA“-ს ტექნიკური მხარდაჭერით,  ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების 16 სოფელში მცხოვრები დევნილებისათვის 10 000 მ² სასათბურე კონსტრუქციისა და სათანადო აღჭურვილობის გადაცემას ელექტრონული აუქციონის წესით უზრუნველყოფენ.

მხარეთა შორის გაფორმებული მემორანდუმი  წინა წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და USAID-ის ერთობლივი აქტივობების, კერძოდ დევნილებისა და ადგილობრივი თემების წარმომადგენლების სასათბურე ბიზნესში ჩართვის პროგრამის გაგრძელებას წარმოადგენს.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, მემორანდუმი უპრეცედენტოა და დევნილთათვის ბევრ სასიკეთო შედეგს გამოიღებს.

„მსგავსი მემორანდუმი, რომელსაც დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ USAID-ის ერთ-ერთ სტრუქტურასთან,  თავისი არსით უპრეცედენტოა.  მემორანდუმს აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვალერი ბასარიამ და პროექტ  „ZRDA“-ს წარმომადგენელმა საქართველოში, ბრაიან კინგმა მოაწერეს ხელი. სასიცოცოხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს შეთანხმება გულისხმობს „გამყოფ ხაზთან“, მდ. ენგურის გასწვრივ მდებარე დასახლებულ პუნქტებში მცხოვრები დევნილებისათვის საარსებო წყაროების შექმნას.   ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების 16 სოფელში მცხოვრები დევნილებისათვის 10 000 მ² სასათბურე კონსტრუქციისა და სათანადო აღჭურვილობის გადაცემა ელექტრონული აუქციონის წესით მოხდება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო  ამერიკის მთავრობას, USAID-სა და პროექტ „ZRDA“-ს, ყველა იმ ადამიანს, ვინც  მოამზადა და შრომა გასწია ამ ყოვლისმომცველი მემორანდუმის მოსამზადებლად. იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა იქნება ნაყოფიერი,  ხანგრძლივი, სიახლისა და ახალი იდეების  დამნერგავი ამ მეტად რთულ რეგიონში.“ – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.