უახლესი ამბები

აჭარის ხელოვნების მუზეუმში აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების გამოფენა მოეწყო

11 08 2016 | ავტორი: admin
აჭარის ხელოვნების მუზეუმში აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების გამოფენა მოეწყო
კულტურა
0

აჭარის ხელოვნების მუზეუმში აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრები და გაიმართა ალბომ „აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების“ პრეზენტაცია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები.