უახლესი ამბები

რიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ პირველი ოქრო მოიპოვა

17 08 2016 | ავტორი: admin
რიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ პირველი ოქრო მოიპოვა
სპორტი
0

რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარე XXXI ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ +105 კგ წონაში ოქროს მედალი მოიპოვა. ამავე წონაში მოასპარეზე მეორე ქართველმა ირაკლი თურმანიძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტალახაძის მიერ მოპოვებული ოქრო საქართველოს ოლიმპიური ნაკრებისთვის ამ ოლიმპიადაზე პირველია. ლაშა ტალახაძემ ჯამში 473 კილოგრამი დაძლია, თურმანიძემ კი 448 კგ. აღსანიშნავია, რომ ტალახაძის მაჩვენებელი ორჭიდის ჯამში ახალი მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდია.