უახლესი ამბები

ევროპარლამენტის რეზოლუცია – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ევროპული პერსპექტივა აქვთ

17 04 2014 | ავტორი: admin
ევროპარლამენტის რეზოლუცია – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ევროპული პერსპექტივა აქვთ
გარესამყარო
0

„რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების დარღვევით“, – ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციაში, სახელწოდებით – „რუსეთის გავლენა აღმოსავლეთ ევროპის“ ქვეყნებზე და აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაცია”.
როგორც ევროპარლამენტის რეზოლუციაშია აღნიშნული, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას, მსგავსად სხვა ევროპული ქვეყნებისა, აქვთ ევროპული პერსპექტივა.

„ევროკავშირის 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას, მსგავსად სხვა ევროპული ქვეყნებისა, აქვთ ევროპული პერსპექტივა და შეუძლიათ მოითხოვონ კავშირის წევრობა იმ პირობით, რომ დაიცავენ დემოკრატიის პრინციპებს, პატივს სცემენ ფუნდამენტურ თავისუფლებას, ადამიანისა და უმცირესობების უფლებას და უზრუნველყოფენ კანონის უზენაესობას“, – ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციაში.

ევროპარლამენტი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინასთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა ევროკავშირთან ამ ქვეყნების ურთიერთობის საბოლოო მიზანს არ წარმოადგენს.

ევროპარლამენტი მხარდაჭერას გამოხატავს უკრაინის ხელისუფლების მიმართ, რომელიც ოკუპირებულ ქალაქებში ძალაუფლების აღდგენას ცდილობს. ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში, სახელწოდებით “რუსეთის გავლენა “აღმოსავლეთ ევროპის” ქვეყნებზე და აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაცია”.

“ევროპარლამენტი სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას გამოხატავს უკრაინის ხელისუფლების მიმართ, რომელიც ოკუპირებულ ქალაქებში ძალაუფლების აღდგენას ცდილობს. მივესალმებით იმ თავშეკავაებას და აუჩქარებლობას, რომლითაც ამ ეტაპზე უკრაინის ხელისუფლება შექმნილ კრიზისს უმკლავდება”, – ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციაში.