უახლესი ამბები

ჭადრაკის სასახლეში აფხაზეთის ღია პირველობა ჭადრაკში ჩატარდა

24 10 2016 | ავტორი: admin
ჭადრაკის სასახლეში აფხაზეთის ღია პირველობა ჭადრაკში ჩატარდა
სპორტი
0

ჭადრაკის სასახლეში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით აფხაზეთის ღია პირველობა ჭადრაკში (სწრაფი ჭადრაკი) ჩატარდა. შეჯიბრში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები და ასევე, მოწვეული სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

შეჯიბრს საქართველოს ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე როლანდ ნიჟარაძე ესწრებოდნენ.

გამარჯვებულ და პრიზიორ სპორტსმენებს  თასები, მედლები და შესაბამისი ხარისხის დიპლომები გადაეცათ.