უახლესი ამბები

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდა

31 10 2016 | ავტორი: admin
საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდა
პოლიტიკა
0

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მედიას მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული პარლამენტის არჩევნების მეორე ტურის არჩევნების წინასწარი შედეგები გააცნო.

„მეორე ტურის არჩევნების დღე და ხმის დათვლის პროცესი მთლიანად დასრულებულია. არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და ამომრჩევლებს მიეცათ საშუალება გამოეხატათ საკუთარი ნება,“ განაცხადა თამარ ჟვანიამ ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე.  მან ასევე აღნიშნა, რომ დაფიქსირდა ცალკეული შემთხვევები, თუმცა მთლიანობაში პროცესი განხორციელდა გამჭვირვალედ და ამომრჩევლებმა თავისუფალ გარემოში, შეფერხების გარეშე შეძლეს კენჭისყრაში მონაწილეობა.

არჩევნების მეორე ტურის ამ დროის მონაცემებით, 50 მაჟორიტარული ოლქიდან 48-ში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ იმარჯვებს.