უახლესი ამბები

ვალერი არქანიას არტგალერეაში პროექტი „სამი სავარძელი ხელოვანთათვის“ გაიმართა

05 11 2016 | ავტორი: admin
ვალერი არქანიას არტგალერეაში პროექტი „სამი სავარძელი ხელოვანთათვის“ გაიმართა
კულტურა
0

ვალერი არქანიას სახელობის არტგალერეამ ხელოვანთა საზოგადოებრივ პროექტს „სამი სავარძელი“ უმასპინძლა. პროექტის ფარგლებში მოწვეულნი იყვნენ: მწერალი და მთარგმნელი ზაალ ჩხეიძე, დიპლომატი და მხატვარი გელა დუმბაძე და მომღერალი თინა მამულაშვილი. შეხვედრას იდეის ავტორი და ხელმძღვანელი ქეთევან შენგელია უძღვებოდა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საზოგადოებრივი პროექტი „სამი სავარძელი“ უკვე მეოთხედ იმართება და ის ხელოვნების სამი სფეროს: მუსიკის, მწერლობის და მხატვრობის წარმომადგენელთა შემოქმედებას წარმოაჩენს.