უახლესი ამბები

ვახტანგ ყოლბაია ნაირა მარშანიას წიგნის პრეზენტაციას დაესწრო

06 11 2016 | ავტორი: admin
ვახტანგ ყოლბაია ნაირა მარშანიას წიგნის პრეზენტაციას დაესწრო
კულტურა
0

მწერალთა სახლში ქართველი პოეტისა და მწერლის ნაირა მარშანიას წიგნის „მოგონებები დაბრუნებამდე…” პრეზენტაცია გაიმართა.

ნაირა მარშანიას წიგნი „მოგონებები დაბრუნებამდე…” აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებს ეხება და შემრიგებლობითი ხასიათის მატარებელია.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საზოგადო მოღვაწეები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

წიგნის ავტორს საქართველოს მწერალთა კავშირის სახელით ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია გადაეცა.