უახლესი ამბები

სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა „თეთრი ტალღა“ პრემიერა გამართა

07 11 2016 | ავტორი: admin
სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა „თეთრი ტალღა“ პრემიერა გამართა
კულტურა
0

სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა „თეთრი ტალღა“ ძმები გრიმების პიესის მიხედვით ერთმოქმედებიანი მუსიკალური სპექტაკლი „ბრემენელი მუსიკოსები“ დადგა, რომლის პრემიერა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში გაიმართა.

პრემიერას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებებლი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

სპექტაკლის ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორია გოგა ქაჩიბაია, ხოლო მხატვარი მაია სხირტლაძე.