უახლესი ამბები

ბელარუსში ქართული ღვინის ექსპორტის პრობლემები აღარ არსებობს

17 04 2014 | ავტორი: admin
ბელარუსში ქართული ღვინის ექსპორტის პრობლემები აღარ არსებობს
ეკონომიკა
0

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ღვინის ეროვნული საააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ბელარუსში ქართული ღვინის ექსპორტის შეფერხებასთან დაკავშირებით პრობლემები აღარ არსებობს. წლის დასაწყისიდან იყო შეფერხებები ბელარსუში ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით. მისივე ინფორმაციით, ბელარუსში იმყოფებოდა დელეგაცია სოფლის მეურნეობის მინისტრ შალვა ფიფიას ხელმღვანელობთ და ამ ვიზიტის შედეგი არის ის, რომ ქართული ღვინო ბელურისისკენ უკვე გავიდა.

„უკვე გაცემული გვაქვს პირველი საექსპერტო სერტიფიკატები კომპანია “ტბილღვინოზე”, დაახლოებით ეს არის 80 000 ბოთლის ოდენობით, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეფერხებები მოგვარდა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ბელარუსი ძალიან რთული ქვეყანაა ადმინისტრაციული თვალსაზრისით, იქ არის საკმაოდ მკაცრად რეგულირებადი ინდუსტრია, არის კვოტების სისტემა, აქციზური მარკები, ასევე საჭიროა მრავალსაფეხურიან ბიუროკრატიული პროცედურების გავლა, რამაც შეფერხებები გამოიწვია.

„ეს პრობლემები მხოლოდ საქართველოს არ ეხებოდა, იყო შეფერხებები სხვა ქვეყნებტან, თუმცა ქართულ ღვინოზე უკვე დაიწყო ინდივიდალური ნებართვების გაცემა, რაც კვოტების შემდეგ საფეხურს წარმოადგენს“, – განაცხადა დავითაშვილმა.