უახლესი ამბები

სამეგრელოს რეგიონში დევნილთათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

27 11 2016 | ავტორი: admin
სამეგრელოს რეგიონში დევნილთათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა
რეგიონები
0

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების პროგრამის ფარგლებში, ფოთსა და დარჩელში მცხოვრებ დევნილთათვის უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა.

გამოკვლევები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას იღებდნენ აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის, კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის, მერაბ დვალის თვალის კლინიკა „ახალი მზერა“-ს, ენდოკრინოლოგიის ცენტრი „ენმედიცი“-ს, სენაკის ფსიქონევროლოგიური კლინიკის, თბილისსა და ქუთაისში მდებარე დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების, ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრისა და ჩიჩუების კლინიკა „მზერა“-ს წამყვანი სპეციალისტები. ამდღეების განამვლობაში მოქალაქეებმა მიიღეს  ოჯახის ექიმის, თერაპევტის, პედიატრის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, გინეკოლოგის, რეპრუდუქტოლოგის, ქირურგის, ოფთალმოლოგის, ოტოლარინგოლოგისენდოკრინოლოგის, უროლოგის, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტის, დერმატოლოგისა და ლაბორანტის მომსახურებები.

სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად, დევნილებს უფასოდ დაურიგდათ 85 სახის სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტი.

გამოკვლევების პროცესის მონიტორინგს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და ქალაქ ფოთის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი მაია მაკალათია ახორციელებდნენ.