უახლესი ამბები

„თიბისი გალერეაში“ ანსამბლ „შავნაბადა“-ს დისკის პრეზენტაცია გაიმართა

16 12 2016 | ავტორი: admin
„თიბისი გალერეაში“ ანსამბლ „შავნაბადა“-ს დისკის პრეზენტაცია გაიმართა
კულტურა
0

„თიბისი გალერეაში“ აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „შავნაბადა“-ს რიგით მე-9 აუდიო ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. ანსამბლმა „შავნაბადა“-მ დამსწრე საზოგადოების წინაშე 15-მდე სიმღერა შეასრულა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია ესწრებოდნენ.

ანსამბლი „შავნაბადა“ 2005 წელს შეიქმნა და მთელი ამ დროის განმავლობაში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, მათ შორის საგალობლების სასწავლო დისკების გამოცემა და რეგიონებში მცხოვრები მოზარდებისთვის უფასო სალოტბარო სკოლების დაარსება.