„საქართველოს ხელისუფლება მზად არის პირდაპირი დიალოგი აწარმოოს ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლების წარმომადგენლებსა და რუსულ მხარესთან“, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ე. წ. არჩევნები, რომელიც ცხინვალში ტარდება, არალეგიტიმურია.
„ჩვენ ისევ მზად ვართ, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი გზით, პირდაპირი კომუნიკაციისა და დიალოგისთვის, რუსეთთან შესაბამის ფორმატში (ჟენევის ფორმატით), ასევე ჩვენი წინადადება აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირ კომუნიკაციაზე ისევ ღია არის. ე.წ არჩევნები, რაც ტარდება ცხინვალის რეგიონში, არის, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად არალეგიტიმური მოვლენა და შესაბამისად, ნებისმიერი მისი შედეგი ასეთივე არალეგიტიმურობით ხასიათდება“,- განაცხადა ციხელაშვილმა.