უახლესი ამბები

აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის შესაძლო მშენებლობის გამო მექსიკის პრეზიდენტმა აშშ-ში ვიზიტი გააუქმა

27 01 2017 | ავტორი: admin
აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის შესაძლო მშენებლობის გამო მექსიკის პრეზიდენტმა აშშ-ში ვიზიტი გააუქმა
გარესამყარო
0

აშშ-მესიკის საზღვარზე გამყოფი კედლის აშენების შესახებ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება მექსიკის პრეზიდენტის მიერ ამერიკაში ვიზიტის გაუქმების მიზეზი გახდა.

ენრიკე პენია ნიეტო, დონალდ ტრამპს მომავალ კვირაში უნდა შეხვედროდა. „ჩვენ თეთრ სახლს ვაცნობეთ, რომ არ შევხვდები ამერიკის პრეზიდენტს, რაც დაგეგმილი იყო მომავალი სამშაბათისთვის“, – წერს მექსიკის პრეზიდენტი „ტვიტერის“ პირად გვერდზე.