საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთში თურქეთის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით, თურქულ მხარეს ახსნა-განმარტებას მოსთხოვს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
„ძალიან ვწუხვართ და გაკვირვებულები ვართ ამ ვიზიტით. უკვე გვაქვს კომუნიკაცია თურქეთის ოფიციალურ ხელისფულებასთან. გამომდინარე იქედან, რომ თურქეთი არის ჩვენი პარტნიორი ქვეყანა და განუხრელად უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთალიანობას, სუვერენიტეტს, ეს ფაქტი ჩვენს გაოცებას იწვევვს. აქედან გამომდინარე ინსტრუქცია მიცემულია საქართველოს საელჩოზე ანკარაში, რომ დაუყოვნებლივ გადადგას შესაბამისი დიპლომატიური ნაბიჯები და მოითხოვოს ახსნა-განმარტება თურქეთის მხარისგან. გარდა ამისა, საქართველოში თურქეთის ელჩი გამოძახებული იქნება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და მასაც მოეთხოვება შესაბამისი ახსნა- განმარტებები ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.