უახლესი ამბები

დღეს ევროკავშირის საბჭო საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე იმსჯელებს

27 02 2017 | ავტორი: admin
დღეს ევროკავშირის საბჭო საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე იმსჯელებს
გარესამყარო
0

საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, დღეს, ევროკავშირის საბჭოში მსჯელობა გაიმართება. ამ საკითხსა და შეჩერების მექანიზმზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის და ტრანსპორტის მინისტრების სხდომაზე იმსჯელებენ.

აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ კი დოკუმენტისთვის მხოლოდ ხელმოწერაა საჭირო.

მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილების ჟურნალში გამოქვეყნებით შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება.

ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოს შორის საბოლოო შეთანხმებამდე რამდენიმე დღე რჩება. გადაწყვეტილებას ხელი პირველ მარტს მოეწერება.