უახლესი ამბები

ვახტანგ ყოლბაიამ შვილმკვდარ დედებს 3 მარტი მიულოცა

03 03 2017 | ავტორი: admin
ვახტანგ ყოლბაიამ შვილმკვდარ დედებს 3 მარტი მიულოცა
საზოგადოება
0

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპულ მეომართა დედებს უმასპინძლეს, დედის დღე მიულოცეს და ორგანიზაცია „კამპუს ლაიონს კლუბ თბილისთან“ თანამშრომლობის ფარგლებში საჩუქრები გადასცეს. ვახტანგ ყოლბაიამ კიდევ ერთხელ გადაუხადა დედებს მადლობა მათი შვილების გმირული თავდადებისთვის.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით მსგავსი სახის შეხვედრები ყოველწლიურად იმართება.
„დედის დღეს ვულოცავ ყველა მანდილოსანს, საქართველოში მცხოვრებ ყველა დედას. ქედს ვიხრით იმ დედების წინაშე, რომელთაც ქართულ -აფხაზური, ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, საკუთარი სიცოცხლე გასწირეს სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში. მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მათ მადლობა და ამავდროულად დავაიმედო, რომ ჩვენი ბიჭების სახელებს ქვეყანა, სახელმწიფო, სამშობლო არ დაკარგავს, მათი ნათელი სახელები ოქროს ასოებით არის ჩაწერილი ჩვენს მატიანეში. სამარადისო ხსოვნა მათ უკვდავ სულებს. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველა დედას დღევანდელ დღეს“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.